სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, ლაჩინის დერეფანთან მომხდარ შეტაკებას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „სომხური მხარის პროვოკაციის ჩახშობისას“ სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ოთხი დაღუპულის და ექვსი დაჭრილის შესახებ იუწყება.
საზღვართან სროლა 11 აპრილს, დღის მეორე ნახევარში იყო. სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, მათი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ სომხეთის ტერიტორიაზე, სოფელ ტეღთან, რომელიც აზერბაიჯანული ქალაქის, ლაჩინის სიახლოვეს, მისგან დაახლოებით 9 კილომეტრში მდებარეობს. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ინტენსიური სროლა განახორციელეს ლაჩინის მახლობლად, აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით.
დაძაბულობა ლაჩინის დერეფანთან, სადაც სომხეთისა და სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადის, ნარჩუნდება. დერეფანზე კონტროლს რუსი სამშვიდობოები ახორციელებენ.
ამასთან, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ უკვე ოთხი თვეა ბლოკირებულია. თებერვლის ბოლოს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაავალა, მიეღო ყველა ზომა, დერეფნის გასწვრივ, ორივე მიმართულებით, ადამიანების, ტრანსპორტის და ტვირთის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბლოკადამ შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს.
