სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან, ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის დამადასტურებელ შტამპზე არარატის მთის გამოსახულება აღარ იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ცვლილების თანახმად, შტამპზე სომხურ და ინგლისურ ენებზე დატანილი იქნება სიტყვები ՀԱՅԱՍՏԱՆ და Armenia, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პუნქტის დასახელება, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დღე, თვე და წელი, ასევე საჰაერო, რკინიგზის ან საავტომობილო გამშვები პუნქტების ნიშნები.
„სომხეთის რესპუბლიკა სახელმწიფო სიმბოლოებით ხელმძღვანელობს. სომხეთის რესპუბლიკის ბეჭედი უნდა გამოხატავდეს ჩვენს სახელმწიფო სიმბოლოებს და უნდა იყოს ემოციურობისგან თავისუფალი. ჩვენი თითოეული ქმედება, იქნება ეს შტამპი თუ განცხადება, არ უნდა აგზავნიდეს სახიფათო სიგნალებს მეზობელი სახელმწიფოებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის საპარლამენტო ფრაქციის „სამოქალაქო შეთანხმების“ მდივანმა, არტურ ოვანესიანმა.
არარატის მთა თურქეთის ტერიტორიაზე, სომხეთის საზღვართან მდებარეობს და სომეხი ხალხის ეროვნულ სიმბოლოდ მიიჩნევა. არარატი, მწვერვალზე ნოეს კიდობნით, გამოსახუილია სომხეთის გერბზეც.
მთავრობის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ის სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში თურქეთის სპეციალური წარმომადგენლის სერდარ კილიჩის ერავანში ვიზიტს დაუკავშირა.
„ახლა წარმოიდგინეთ, რას მოითხოვენ ისინი [თუქრეთი] ნიკოლისგან უფრო სერიოზული „კომპრომისის“ სანაცვლოდ“, - განაცხადა ეროვნული კრების დეპუტატმა „სომხეთის“ პარტიიდან არტურ ხაჩატრიანმა.
ოპოზიციური პარტია „ნათელი სომხეთის“ ლიდერმა და სომხეთის რესპუბლიკის განსაკუთრებულ დავალებათა ყოფილმა ელჩმა, ედმონ მარუკიანმა Facebook-ზე დაწერა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება სომხეთის სახელმწიფოს „იდენტობის რედაქტირების პროცესის ნაწილია“.
„სომხეთის რესპუბლიკას არ ჰქონია და არც აქვს ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის მიმართ. თურქეთის მხრიდან ასეთი პრეტენზიები არ ყოფილა. ჩვენი მთავრობის ქმედებებს არაფერი აქვს საერთო სომხეთის არარსებულ ტერიტორიულ პრეტენზიებთან თურქეთის მიმართ. [...] თუ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნების გზით არ მოვხსნით, მაშინ შემდეგი გადაწყვეტილებით არარატის მთის გამოსახულება გერბიდანაც ამოღებული იქნება“, - თქვა მარუკიანმა
შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე პასპორტებში შტამპები დიდი ხანია არ ისმება.
„ანალოგიურად, ჩვენს მეზობელ საქართველოსთანაც საზღვრის გადაკვეთა პირადობის მოწმობით შეგვიძლია, ყოველგვარი შტამპის გარეშე, რადგან საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება. ახალი შტამპები აღარ შეიცავს რაიმე ინფორმაციას ან გამოსახულებას, მათ შორის არარატის მთის - საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაციის გარდა. ასევე შემცირდა შტამპის ზომა, რათა მოგზაურებს პასპორტი უფრო დიდხანს მოემსახუროს. ამ გადაწყვეტილების დასაბუთება ძალიან მარტივია: შტამპები შეესაბამება საზღვრის გადაკვეთის თანამედროვე მოთხოვნებს, ასევე „ნამდვილი სომხეთის“ იდეოლოგიას“, - განაცხადა არსენ ტოროსიანმა.
