სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს TRIPP-ის პროექტში რუსეთის მონაწილეობა ვერ წარმოუდგენია

ომხეთის სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ე.წ. ტრამპის მარშრუტის პროექტში რუსეთის მონაწილეობა წარმოუდგენლად მიაჩნია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გუშინ, 9 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა თქვა, რომ რუსული მხარე მზადაა TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებით სომეხ კოლეგებთან კონსულტაციები გამართოს, რათა განიხილონ როგორც პროექტის „პარამეტრები, ასევე რუსეთის შესაძლო მონაწილეობა ამა თუ იმ ფორმით“. ალენ სიმონიანი ამ იდეას აბსურდულად მიიჩნევს.

„ეს როგორ წარმოგიდგენიათ?“, - განუცხადა ჟურნალისტებს სიმონიანმა და აღნიშნა, რომ „ტრამპის მარშრუტის“ პროექტს სომხურ-ამერიკული კონსორციუმი განახორციელებს.

„ჩვენ დიდი ხანია ვმსჯელობთ TRIPP-ის მსგავს მექანიზმზე. საქმე იმაშია, რომ ეს შესაძლებელი გახდა აშშ-სთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპის წყალობით, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში“, - თქვა ალენ სიმონიანმა.

მან არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ამერიკულმა მხარემ განიხილოს რუსეთის მონაწილეობის ვარიანტი, რა თქმა უნდა, სომხური მხარის თანხმობით. საბოლოო ჯამში, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ რუსეთი TRIPP-ზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული, რადგან ეს არ არის ერთადერთი გზა, რომელიც სომხეთში გადის ან გაივლის.

„სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაადგილება არ გულისხმობს მხოლოდ TRIPP-ის ფარგლებში გადაადგილებას. ვთქვათ, ფქვილი, ხორბალი, ნავთობპროდუქტები TRIPP-ის ფარგლებში არ მოდის, არა? ახლა რუსეთმა გააკეთოს შეთავაზება ამ გზებთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, სომხეთმა უნდა განიხილოს ეს შეთავაზება, განიხილოს და გამოიყენოს. არ მინდა, რომ რუსულმა მხარემ TRIPP-ზე გაამახვილოს ყურადღება. ეს არ არის ერთადერთი გზა, რომელიც გადის ან გაივლის სომხეთის რესპუბლიკაში. ბევრი გზაა. დღეს ეს გზა ფუნქციონირებს, საქონელი მოდის, ჩვენ მზად ვართ, მათ საქონელი გავუგზავნოთ. ბოლოს და ბოლოს, ისინი [რუსებს] ამას გააკეთებდნენ, 100 წელია აქ არიან“, - აღნიშნა ალენ სიმონიანმა.

„საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) განვითარება იმ დეკლარაციის ნაწილია, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გასული წლის 8 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, მოაწერეს ხელი. სომხეთის სამხრეთით მდებარე 42-კილომეტრიანმა სატრანზიტო მარშრუტმა აზერბაიჯანი მის ანკლავ ნახჭევანთან პირდაპირი კომუნიკაციით და თურქეთთან გასასვლელით უნდა უზრუნველყოს.

მიმდინარე წლის იანვარში შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა TRIPP-ის განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც დაფუძნდება TRIPP Development Company. კომპანიის საკონტროლო პაკეტი აშშ-ს ექნება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.