სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში და რუსეთში ამას ხედავენ. ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა ტელეკომპანია CNN Prima News-თან ინტერვიუში, რომელიც 4-5 მაისს, ჩეხეთში ვიზიტის დროს ჩაიწერა, თუმცა გუშინ გამოქვეყნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 3 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
შეკითხვა შეეხებოდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სომხეთის პოზიციას. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, მეორე მხრივ კი, „რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაში ძალიან არასასურველი ქმედების მოწმეები ვართ“.
„თქვენ თქვით, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ.
რა თქმა უნდა, ეს ხმამაღლა არასდროს თქმულა, მაგრამ, ვფიქრობ, შესამჩნევია: ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე უკრაინასთან ომში და ჩვენი გრძნობა ამ ომის, ამ კონფლიქტისგან გამო არის შფოთვა, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ყველა ურთიერთობაზე.
დასავლეთში აღნიშნავენ, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირე ვართ, ანუ უფრო მეტად ამას აღნიშნავენ. რუსეთში ხედავენ, რომ ჩვენ მათი მოკავშირე არ ვართ უკრაინის წინააღმდეგ ომში. გამოდის, რომ ჩვენ არავის მოკავშირეები არ ვართ ამ სიტუაციაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მოწყვლადები, რადგან, როგორც ჩანს, ყველა ამ დაპირისპირებაში არსებობს თავის არიდების ვარიანტი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რაც უფრო რთულდება სიტუაცია, მით უფრო ვიწროვდება ეს შესაძლებლობები თავის არიდებისთვის. ჩვენ თავს ვარიდებთ არა იმიტომ, რომ ამ სიტუაციის შესახებ საკუთარი მოსაზრება არ გაგვაჩნია, არამედ იმ მიზეზით, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ ვთქვი: ჩვენი საზრუნავი, სამწუხაროდ, იმდენად ბევრია, რომ არ გვეძლევა საშუალება უფრო მეტად ვიყოთ ჩართული სხვა პრობლემების გადაჭრაში“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ამავე ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, განსაკუთრებით ახლა, ნაკლებად ან საერთოდ არ განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომლებიც მათი ორმხრივი ურთიერთობების ან რეგიონულ დღის წესრიგში არ შედის: „გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ სომხეთს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს იმისთვის, რომ თავის მხრებზე ფართო რეგიონისა და კონტინენტების ტვირთი აიღოს“.
