სოხუმში ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა დე ფაქტო პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავეს, იქ მყოფმა „სამართალდამცავებმა“ კი შენობები დატოვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან მიქაამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დიდ დარბაზში გამოაცხადა, რომ შენობაში დარჩებიან მანამ, ვიდრე ასლან ბჟანია თანამდებობას არ დატოვებს.
ბჟანია საკუთარ კაბინეტში არ იმყოფება. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ ის სოხუმიდან არ წასულა და სიტუციის სტაბილიზაციის მიზნით ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს. გარდა ამისა, პრეს-სამსახურის განცხადებით, მზადდება დოკუმენტი რუსულ-აფხაზური „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიცირების შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის თაობაზე.
„გადაწყვეტილება რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით იქნა მიღებული“, - იუწყება დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
დღეს, 15 ნოემბერს, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება უნდა განეხილა. ოპოზიციის საპროტესტო აქციის შედეგად, ე.წ. დეპუტატებმა სხდომის დღის წესრიგის დამტკიცება ვერ შეძლეს.
„საინვესტიციო შეთანხმების“ მოწინააღმდეგეებმა რკინის ღობე გაარღვიეს და პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მათ ალყაში მოაქციეს სამთავრობო შენობების კომპლექსი. როგორც ე.წ. ოპოზიცია აცხადებს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რაც „ეროვნული ინტერესების დაცვაში აფხაზური საზოგადოების ერთიანობის კიდევ ერთი დასტურია“. ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის ხელახალი შეკრებას და შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ კენჭისყრას ითხოვდნენ.
