სოხუმში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან სროლა იყო, რის შედეგადაც ე.წ. დეპუტატები კან კვარჭია და ვახტანგი გოლანძია დაიჭრნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სროლაში ეჭვმიტანილია კიდევ ერთი ე.წ. დეპუტატი ადგურ ხარაზია, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო ვახტანგ გოლანძია გარდაიცვალა.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გადმოიყვანეს. პაციენტი გოლანძია შემოყვანილი იქნა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში, ის დაუყოვნებლივ ავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში, დავიწყეთ გადაუდებელი რეანიამაციული ღონისძიებები, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა. პაციენტი გარდაიცვალა. ასევე შემოიყვანეს პაციენტი კვარჭია მარცხენა მხრის ცეცხლნასროლი გამჭოლი და თავის თმიანი ნაწილის ჭრილობით. ის საოპერაციოში იმყოფება, ქირურგების ჯგუფი მუშაობს“, - განაცხადა საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა.
ერთ-ერთი აფხაზური Telegram-არხის თანახმად, დღეს დე ფაქტო პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, სხდომის მიმდინარეობსას ადგურ ხარაზიასა და კან კვარჭიას შორის კამათი მოხდა, რის შედეგადაც ხარაზიამ იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ვახტანგ გოლანძია გამშველებელი იყო.
