სოჭიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, ზღვისპირა კურორტ გაგრის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებელი სახელწოდებით „მერცხალი“ ივლის. რუსეთის რკინიგზის კუთვნილმა მატარებელმა ყოველდღიური რეისების შესრულება დღეს დაიწყო და გაგრაში 60 მგზავრი ჩაიყვანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 2 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 3 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 4 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 5 ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, კამიტის შესაძლო გამოყენება გამოიძიონ
- 6 „ქართული ოცნების“ წევრმა, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა
რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, გაგრის რკინიგზის სადგურზე მგზავრებს აფხაზეთის რკინიგზის და გაგრის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, ქალაქის მცხოვრებლები დახვდნენ. ჩასულებს აფხაზური ცეკვით შეხვდნენ და გაუმასპინძლდნენ.
„დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - გაგრაში ჩქაროსნული მატარებელი „მერცხალი“ ჩამოვიდა“, - განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მიქვაბიამ. მისი თქმით, ეს რომ შესაძლებელი გამხდარიყო, აფხაზეთის და რუსეთის რკინიგზებმა ერთი წლის განმავლობაში მჭიდროდ ითანამშრომლეს.
„დღეს გაგრაში 60 ადამიანი ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, ეს ბევრი არ არის, მაგრამ ჩვენი გათვლით, უკვე უახლოეს პერიოდში შემადგენლობა 80-90%-ით შეივსება ხოლმე. კომფორტული მოგზაურობისთვის მატარებელში ყველაფერია, რაც აუცილებელია, მათ შორის, ჰაერის კონდიცირება. ეს უფრო მოსახერხებელი და იოლი იქნება, ვიდრე საზღვარზე ფეხით გადასვლა“, - განაცხადა მიქვაბიამ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ძალიან ბევრს ექნება სურვილი რუსეთიდან აფხაზეთში საზღვარზე რიგში დგომის გარეშე ჩავიდეს.
სოჭი-გაგრის ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათია. მგზავრები სასაზღვრო კონტროლს რუსეთის ტერიტორიაზე ვესელოეს რკინიგზის სადგურში გაივლიან, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში - სადგურ ცანდრიპში [განთიადი]. სამგზავრო ბილეთის ფასი 755-დან 1005 რუბლამდეა (დაახლოებით 24 ლარიდან 32 ლარამდე).
ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ რუს კოლეგებთან ერთად ჩქაროსნული მატარებლის მარშრუტის გაგრძელებასაც განიხილავენ.
