ვანის რაიონის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორის ქმარი არასრულწლოვანი მოსწავლე გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ბრალდებით დააკავეს. 62 წლის მამაკაცი სკოლაში მძღოლად იყო დასაქმებული და მიკროავტობუსით შორს მცხოვრები ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
მამაკაცი დანაშაულში რამდენიმე კვირის წინ ამხილეს. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მგზავრობისას მძღოლი ბავშვს არასასურველი კომენტარებით, სექსუალური დატვირთვის მქონე ეპითეტებით მიმართავს, მისკენ რამდენჯერმე იხრება და ხელს ჰკიდებს. ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას გულისხმობს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მძღოლს 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
