უნგრეთი საქართველოს ყველანაირ დახმარებას გაუწევს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად და ვეტოს დაადებს ბრიუსელის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწესებულ ნებისმიერ სანქციას. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა, პეტერ სიიარტომ ბუდაპეშტში, საქართველოს არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
როგორც სიიარტომ თქვა, ბოჭორიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ უნგრეთში შედგა და ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ორივე ქვეყანა „სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად იბრძვის“. მან „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, აღნიშნა, რომ ევროკავშირი ხალხის ნების უგულებელყოფას ცდილობს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგებს.
პეტერ სიიარტოს ინფორმაციით, ბრიუსელში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის ორი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესება განიხილება.
„ეს სისულელეა, აღმაშფოთებელია, ამის მიზეზი არ არსებობს. უნგრეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებულთა სიაში შეყვანას და თუ ასეთი წინადადება იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავადებთ. ამაში ყველა დარწმუნებული უნდა იყოს“, - განაცხადა სიიარტომ.
16 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, სადაც 27 წევრი ქვეყნის, მათ შორის, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოში შექმნილი მდგომარეობა იქნება.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, სანქციების მოსამზადებლად მუშაობა მიმდინარეობს და განიხილება „გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი“.
ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა - ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ეროვნული სავიზო სანქციები დაუწესეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და შსს-ს 9 მაღალჩინოსანს.
ამ თემაზე:
HRW მოუწოდებს EU-ს, საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესოს მომიტინგეებზე ძალადობისთვის