შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენეგარდმა პარლამენტში გამართულ დებატების დროს ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
მინისტრის თქმით, ევროკავშირის განგრძობადი გაფართოება და სამეზობლოში პარტნიორებთან თანამშრომლობა არსებითია შვედიეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის.
„ევროკავშირის გაფართოება მშვიდობაში, დემოკრატიაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში გეოსტრატეგიული ინვესტიციაა. ჩვენს ინტერესებშია დავეხმაროთ კანდიდატ ქვეყნებს კავშირთან დაახლოებაში“, - განაცხადა მან.
სტენეგარდის თქმით, უკრაინამ და მოლდოვამ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწიეს რეფორმების მიმართულებით და შვედეთის მთავრობა ევროკავშირში მათ გასაწევრიანებლად მხარს უჭერს დამატებითი ნაბიჯების გადადგმას.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კანდიდატი ქვეყნების მიმართ შვედეთის მხარდაჭერა ძლიერია, თუმცა არა უპირობო.
„მათი [კანდიდატი ქვეყნების] რეფორმის ტემპი გადამწყვეტია.
საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უთანასწორო სამოქმედო ველით, ფესვგადგმული პოლარიზაციით, ამომრჩევლების წინააღმდეგ ზეწოლითა და მუქარებით გამოირჩეოდა.
მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია, შვედეთს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების ხილვა სურს.
ამავდროულად, უნდა გავაგრძელოთ საქართველოში დემოკრატიული და პრო-ევროპული მოძრაობების მხარდაჭერა“, - განაცხადა სტენეგარდმა.
შვედეთი არ არის ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომლის პარლამენტში მიმდინარე კვირაში საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. 11 თებერვალს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ რიიგიკოგუში გამოსვლისას თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას უფრო აშორებს როგორც დემოკრატიას, ისე დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას.
„ნათელია, რომ საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს დღევანდელი კურსით და რომ საქართველოში დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს არ აქვთ დემოკრატიული ლეგიტიმაცია. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის აღდგენის გზაა. თუ ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გაუქმება“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ განცხადებას „არასერიოზული“ უწოდა. მისი თქმით, ესტონეთს სუვერენული ხელისუფლება არ ჰყავს და დაკვეთით მოქმედებს.
