შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი „ქართული ოცნების“ პარლამენტთან ყველა კონტაქტს წყვეტს. ამის შესახებ გუსტავ გეტბერგმა, შვედეთის პარლამენტის დეპუტატმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
„შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან.
ჯგუფი ეწინააღმდეგება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - წერს გეტბერგი პლატფორმა X-ზე.
დეკემბრის ბოლოს, შვედეთმა, ნორდიკული და ბალტიის კიდევ 7 ქვეყანასთან ერთად (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია), 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის დროს დაფიქსირებული დარღვევების საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება მოითხოვა. აღნიშნულმა ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა, ასევე, მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“, განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა.
50 დღეა, ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, თბილისსა და რეგიონებში, მრავალრიცხოვანი აქციები იმართება. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრაციები არაერთხელ დაარბია, ასობით მონაწილე კი დააკავა. 50-მდე დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
