გიორგი ნეფარიძეს, შუქრუთის პროტესტის ორგანიზატორს, რომელიც უკვე იხდის 6 წლითა და 3 თვით პატიმრობას „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საქმეზე, სასამართლომ კიდევ 1 წელი და 6 თვე მიუსაჯა. ახალი განაჩენი უკავშირდება პროკურატურის ბრალდებას, თითქოს ნეფარიძემ სხდომის დროს მოსამართლე თამარ მაზანაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოხატა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
მაღაროს დირექტორზე საეჭვო ძალადობის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მაზანაშვილი იხილავდა. პროკურატურას ამ საქმეში 4 ბრალდებული ჰყავდა, ოთხივე ჭიათურაში გამართული აქციების აქტიური მონაწილე - მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგიზ გველესიანი, არჩილ ჭუმბურიძე. ერთ-ერთ სხდომაზე მოსამართლე მაზანაშვილმა გიორგი ნეფარიძე დარბაზიდან გააძევა და უთხრა, რომ შეეძლო გაძევების გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა. პროკურატურამ ახალი საქმის აღძვრის საფუძვლად მიუთითა, თითქოს სწორედ ამ დროს უთხრა ნეფარიძემ მოსამართლეს - „გადაწყვეტილება დაახვიე და ერთ ადგილას გაიკეთეო“. ამის შემდეგ მაზანაშვილმა ნეფარიძე სხდომებს აღარ დაასწრო და საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, ადვოკატის კატეგორიული მოთხოვნით, რამდენიმე თვის შემდეგ დააბრუნა.
ადვოკატ ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, ბრალდება მოკლებულია მტკიცებულებებს: საქმეში არ დევს არც სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერი და არც ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ფრაზა „გადაწყვეტილება დაახვიე და ერთ ადგილას გაიკეთეო“ ნამდვილად ნეფარიძემ წარმოთქვა. დაცვის მხარისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სასამართლო პროცესზე არ დაუკითხავთ თავად მოსამართლე მაზანაშვილიც კი, რომლის მიმართაც, პროკურატურის მტკიცებით, უპატივცემულობა გამოიჩინეს.
ადვოკატის განცხადებით, მოსამართლეს არ დაუკონკრეტებია, როგორ ჯამდება ორივე განაჩენი და რა ვადით მოუწევს გიორგი ნეფარიძეს საბოლოოდ პატიმრობაში ყოფნა.
გიორგი ნეფარიძე კიდევ ერთი საქმის ფიგურანტიცაა. პროკურატურა მას ჯგუფური პროტესტის ორგანიზებით „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროს მუშაობის შეფერხებას ედავება. ეს საქმე პირდაპირ უკავშირდება შუქრუთელების მრავალწლიან ბრძოლას ღირსეული კომპენსაციებისთვის. მანგანუმის მოპოვებით დაზარალებულმა ადგილობრივებმა, რომლებსაც სახლები ენგრევათ, მიწა ვარდება და ნაპრალები ღრმავდება, არაერთი მცდელობა გამოიჩინეს ზიანის ასანაზღაურებლად, რასაც სახელმწიფოს მხრიდან პასუხად მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნა და ქონების დაყადაღება მოჰყვა. ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გიორგი ნეფარიძეს გირაო აქვს შეფარდებული მასთან ერთად ბრალდებულ კიდევ ორ პირთან, რომან მეგრელიშვილთან და მალხაზ ლაბაძესთან ერთად. განაჩენი ამ კვირაში უნდა გამოცხადდეს.
