ხულო-შუახევის საავტომობილო გზა შუახევში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ჩაიკეტა. ამ ეტაპზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილით, დაბაძველი-ოქროპილაურის შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
ცენტრალურ გზაზე მეწყერი 19 დეკემბერს, გამთენიისას ჩამოვიდა.
„რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც ბათუმი-ახალციხის შუახევის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სოფელ გორხანაულში, მეწყრული პროცესი განვითარდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკასთან ერთად, ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს სპეც-ტექნიკა“, - განაცხადეს შუახევის მერიაში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის თქმით, მობილიზებულია გეოლოგიური სამსახურიც, რომელიც „სხვადასხვა რისკისშემცველი მონაკვეთების შესწავლა-შეფასებას ახორციელებს“.
გუშინ, 18 დეკემბერს, მეწყრული პროცესები განვითარდა ქედის ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც.
