შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, თამაზ ბრაჭულს, რომელსაც ბრალად ქვეითისთვის ავტომობილის დაჯახება და მისი უმწეო მდგომარეობაში მიტოვება ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა დღევანდელ პროცესზე არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუმდგომლობა, 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, 6 თებერვლის ღამეს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, თამაზ ბრაჭულმა, რომელიც საკუთარ ავტომობილს მართავდა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და ქვეითს დაეჯახა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ამის შემდგომ, მძღოლმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ქვეითი მიატოვა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მანქანა გადამალა.
„ბრალდებულმა დაზარალებული მიატოვა და სწორედ ამ მიტოვების შემდეგ გარდაიცვალა ის. გარდაცვლილს ჰქონდა დაზიანებები, მათ შორის თავის არეში ნახეთქი ჭრილობები. ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება“, - განაცხადა პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა.
თამაზ ბრაჭული 9 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე და 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს განსაცდელში მიტოვებას და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თამაზ ბრაჭული ბრალდებას არ ეთანხმება. როგორც ის ამბობს, „მხედველობა -2 აქვს“ და ამის გამო, ქვეითი არ შეუმჩნევია. ის მიმალვას და მანქანის გადამალვასაც უარყოფს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 აპრილისთვის ჩაინიშნა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, თამაზ ბრაჭული 25 წლის განმავლობაში დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში მუშაობდა.
