ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების, ასევე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გასაღების, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 15 პირია დაკავებული, მათგან 4 უცხოელია.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანა და გატანა, უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღება, გასაღების მცდელობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა და კულტივირება ედება ბრალად 12 პირს, მათგან 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მორფინი“, „თებაინი“, „კოდეინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „კლეფედრონი“, „მეტამფეტამინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა“. ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული და ელექსტრო სასწორები ამოიღო“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
