„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს და მომდევნო დღეებში გამართულ ნებისმიერ შეკრებას „გუშინდელი მცდელობის გაგრძელებად“ მიიჩნევს. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 გირაო შეეფარდა საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული
„გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს დამომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი ზომების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, შსს აღნიშნავს, რომ გუშინ, 4 ოქტომბერს, გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო და რომელმაც „მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს და მომდევნო დღეებში მიიღებს შესაბამის ზომებს „კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად“.
4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს - „მამაკაცური ძალას“ - ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისკენ დაძვრისკენ მოუწოდა. დემონსტრანტებმა იქ ღობე გაარღვიეს. „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი გადაიყვანეს.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, მიეცემა პასუხისგებაში“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბრის აქციის „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა.
