„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ბრალდებით 18 წლის ბიჭი დააკავეს. დაკავებულს ასევე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
დარახველიძის თქმით, კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ელმურაზ მამედოვმა შეუკვეთა.
„ბრალდებულს, საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით, უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა ელმურაზ მამედოვს უარი განუცხადა დაშინებით მოთხოვნილი ფულადი თანხის, 200 000 ამერიკული დოლარის გადახდაზე.
ბრალდებულმა დავალება სისრულეში ვერ მოიყვანა. ის სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და მასში მოთავსებული ვაზნებით.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, დანაშაულში ბრალდებულის მონაწილეობა დასტურდება მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიება გრძელდება ელმურაზ მამედოვთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენის და მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოსავლენად.
შსს-ის ცნობით, ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ არაერთი სისხლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
„მამედოვს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვადასხვა საქმეზე, დაუსწრებლად უკვე წარედგინა არაერთი ბრალი. მათ შორის, მიმდინარე წლის ზაფხულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
კრიმინალური ავტორიტეტი ამჟამად საზღვარგარეთ მიმალვაში იმყოფება და ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
