შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, დღეს კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
დანარჩენი 11 ადამიანის ცხედარი 3 და 4 აგვისტოს იქნა ნაპოვნი. ისინი ქუთაისის პროზექტურაში არიან გადასვენებული და იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა, რომ ამოცნობილია 6 ცხედარი.
„მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები დანარჩენის ამოსაცნობად. სამწუხაროდ, ისეთ გარემოში იქნა აღმოჩენილი ცხედრები, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც და შესაბამისად, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად“, - განაცხადა ბარნაბიშვილმა.
სტიქიის ზონაში 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. დღეიდან საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ. ირაკლი ქარსელაძის თქმით, ახლა მაქსიმალური ძალისხმევა მიმართულია იმ ტერიტორიისკენ, სადაც სტიქიამდე კოტეჯები იყო განთავსებული.
შოვის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე განვითარდა. ღვარცოფმა მთლიანად გაანადგურა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმროები, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქიამდე ორი დღით ადრე, ბუბას მთაზე მეწყერი ჩამოვიდა, რის შედეგადაც მდინარე ბუბისწყლის ხეობაში დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა, 3 აგვისტოს კი, წყალმა გამოხეთქა და ღვარცოფი გამოიწვია.
