იმ ადამიანებს შორის, ვინც რაჭაში, კურორტ შოვში 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულებად მიიჩნევიან, 7-8 ბავშვია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 2 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 3 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
„დაკარგულებს შორის, სამწუხაროდ, არიან ბავშები, 7 თუ 8 ბავშვია, მცირეწლოვნები. გარდაცვლილებს შორის, არ ვიცი, ვერ დაგიდასტურებთ“, - უთხრა აზარაშვილმა ჟურნალისტებს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პრობლემა არსებობს, რადგან ცხედრები დასახიჩრებულია: „ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, ერთ-ერთი დნმ-ის ანალიზია, რითიც, ახლობლების მეშვეობით, უნდა დადგინდეს ვის ეკუთვნის ესა თუ ის ცხედარი. სამწუხაროდ, ასეთი დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, „სტიქიის აცილებასთან დაკავშირებით სამწუხარო დეზინფორმაცია“ ვრცელდება.
„მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაცია, არასწორი ინფორმაციის გავრცელების მცდელობა, ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. რამდენიმე დღე დასჭირდება გარემოს დაცვის დეპარტამენტს და სხვა უწყებებს, რომ დაიდოს შესაბამისი დასკვნები და ამის შემდეგ შეგვეძლება დადასტურებულად ვთქვათ, რომ ეს არ იყო წინასწარ, ასე ვთქვათ, მოლოდინებთან და შეტყობინებებთან დაკავშირებული რომ ამ სტიქიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 17 ცხედარია ნაპოვნი, რომელთაგან 7 იდენტიფიცირებულია. დაახლოებით 20 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. 3 და 4 აგვისტოს, სტიქიის ზონიდან, ვერტმფრენებით, 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.
