რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. დღეს, 11 აგვისტოს, 3 ადამიანის ცხედარი იქნა ნაპოვნი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
„დღეს აღმოჩენილია 3 ცხედარი და ერთი სხეულის ფრაგმენტი. გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები“, - განაცხადა დღის ბოლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.
3 ცხედრიდან ერთი მაშველებმა დილის საათებში, მდინარე რიონში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.
ერთი კვირის წინ, 3 აგვისტოს მოვარდნილმა გლაციალურმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სტიქიამ მიწასთან გაასწორა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმრო, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. 3 და 4 აგვისტოს, შოვიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.
ღვარცოფს სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 19 იდენტიფიცირებულია. 10-მდე ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. როგორც გარდაცვლილებს, ისე დაკარგულებს შორის არიან ბავშვები. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო.
