კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის არის რაჭის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ. გენადი სულთანიშვილი კოტეჯების სასადილოში მზარეულად მუშაობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„ოჯახი ვადასტურებთ გენო (გენადი) სულთანიშვილის დაღუპვის ფაქტს. პროზექტურაში ამოვიცანით მიცვალებულის დასახიჩრებული გვამი“, - ამბობს მამუკა ცერცვაძე, დაღუპულის სიძე.
რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ამ დროისთვის ნაპოვნია 19 ცხედარი, რომელთა დიდი ნაწილი იდენტიფიცირებულია. გარდაცვლთა შორის არიან 18 წლის სამირა ისაევა, 25 წლის დავით ბერიაშვილი, 7 წლის ლუკა დუდაშვილი, 25 წლის მეგი გუტაშვილი, 18 წლის გიგი გუტაშვილი, 49 წლის შორენა ბიჭაშვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე, გენადი სულთანიშვილი, გიორგი ყარალაშვილი, ნინო კენჭაძე, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკა და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა.
ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა 14 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც არიან.
