ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში, არალეგალურ ქარხანაში, ქართულ და უცხოურ ბრენდულ ალკოჰოლურ სასმელებს კუსტარულად ამზადებდნენ. ამოღებულია 75 137 ბოთლი უაქციზო სასმელი და დალუქულია ცისტერნები, სადაც 24 ტონა ალკოჰოლური სითხე ინახებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
„დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი. ვაგრძელებთ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების წარმოებას ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით“, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს, 17 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებს შიდა ქართლში წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ, არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი).
ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსენებული სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში - დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ზემოაღნიშნული ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საწყობიდან 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA (კარელია) და ასევე, სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები ამოიღო.
„ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს“, – განაცხადეს უწყებაში.
საქმეზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე და მე-200 მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხვისი სასაქონლო ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება-რეალიზაციას გულისხმობს. დანაშაულები სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
