„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიაში ეცდებიან, „სერიოზული ხარვეზი“ აღმოფხვრან და პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დაასახელონ, ვინც „გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს“. ამის შესახებ მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
„შევეცდებით, ეს სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. ჩვენ მართლა ბევრი კანდიდატის შესახებ უკვე გვიმსჯელია გუნდის შიგნით. შეიძლება უფრო ადრე გავახმოვანოთ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მოქმედ პრეზიდენტთან დაკავშირებით მდინარაძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს თანამდებობაზე ყოფნის „რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი“.
13 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომაიდან „ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება“.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, პირდაპირი წესით, საყოველთაო არჩევნებით არჩეული ბოლო პრეზიდენტია. მეექვსე პრეზიდენტს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. არჩევნები პარლამენტში გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს.
