საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის თქმით, დეზინფორმაცია და პროპაგანდაა განცხადებები, რომ ევროკავშირში ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 3 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 4 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 5 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 6 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
„როდესაც საქართველო გამოეთიშა ასოცირებულ ტრიოს, უფრო სწორად, მივიღეთ უფრო ნაკლები ევროპული პერსპექტივა, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ, ამის შემდეგ იყო დასავლეთის მხარდამჭერი აქციები საქართველოში. ხელისუფლება ცდილობდა აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას. ამის შემდეგ იყო რუსულ კანონად წოდებული კანონპროექტი, ასევე, მუდმივი თავდასხმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, ომში ჩართვის მცდელობაში დადანაშაულება, ასევე, რუსეთთან პირდაპირი ფრენების გახსნა, სანქცირებული პირების საქართველოში შემოშვება და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი“, - მიმართა ჟურნალისტმა ჯოზეფ ბორელს.
„თქვენ ბრძანეთ „მეორე ფრონტის“ გახსნის თაობაზე. აღნიშნულზე პასუხი მარტივია: ხმაური. ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია.
შეშლილობა იქნება, ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. არ მოუსმინოთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება, რადგან ეს ქმნის პრობლემას. ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რომ გზავნილები შეილახოს და უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში.
რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური და ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში.
დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერთან აღნიშნულზე საუბარი, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვახსენეთ ეს თავაზიანად. ეს საკითხი, მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იყოს ხაზგასმით განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან თავსებადობაში უნდა მოვიდეს, ყველა ქვეყნის მოთხოვნაც არის ეს“, - განაცხადა ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.
