შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. „ქართული ოცნების“ განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე თამარ მემანიშვილი დაინიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 2 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პატრიარქი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია - ილია II საავადმყოფოში მასიური სისხლდენით გადაიყვანეს
სამინისტროს თანახმად, თამარ მემანიშვილს „საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება“ აქვს.
Naec.ge-ზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, მემანიშვილი, 2025 წლის ივლისიდან 6 თვის განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი იყო, 2018-2025 წლებში - პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსი, ხოლო 2016-2018 წლებში - შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
მემანიშვლი 7 წლის განმავლობაში, 2009-2016 წლებში, იურისტად მუშაობდა სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს იურიდიულ სამსახურში, ასევე, რამდენიმე პროფესიულ კოლეჯში.
2019-2021 წლებში ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისში“.
თამარ მემანიშვილმა ნინო წერეთელი ჩაანაცვლა, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2024 წლის 20 თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.
გასულ წელს ცენტრიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს რეორგანიზაციის საფუძვლით. თუმცა, გათავისუფლებულები აცხადებდნენ, რომ სამსახურიდან სამოქალაქო პოზიციისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო გაუშვეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდებს, ასევე, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას. ცენტრი მონაწილეობს მოსწავლეთა მიღწევების საერთაშორისო შეფასებებში.
