მთავრობა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბურ პროგრამას აანონსებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პროგრამა შემოდგომაზე დაიწყება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„წელს ამოქმედდება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც ათასობით ადამიანს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში სტაჟირების გავლის ძალიან ფართო შესაძლებლობას მისცემს. ეს იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ პროფესიულ ცხოვრებაში სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა პირველი ნაბიჯები წარმატებით გადადგან.
უახლოეს დღეებში სამინისტრო წარმოადგენს პირველად დოკუმენტს, პირველად ხედვას. ამის შემდეგ გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან და ამის შემდეგ, ამის საფუძველზე უნდა დაიხვეწოს საბოლოო სახით ეს გეგმა და უკვე შემოდგომაზე დაიწყება ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა ჩვენი ახალგაზრდებისა და კურსდამთავრებულებისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ მედიასთან.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება.
„მზადდება და შემოდგომაზე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ 4-წლიან გეგმას, რომელიც განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ჩვენი ხედვით თვისებრივად უნდა განახლდეს, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს, როგორც ცოდნის მიღების, ისე საკუთარი ინტერესების რეალიზებისთვის ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობა მიეცემათ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, ახალგაზრდებისთვის. ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, უნივერსიტეტებთან დაკავშირებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
