საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, შეღავათიანი აგროსესხით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატის (აგროდრონი) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეო სადგურის შეძენა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალების კომპონენტში, დაინტერესებულ ფერმერებს შეუძლიათ ისეთი აგროდრონების შეძენა, რომლებსაც ექნებათ შესხურების, ასევე აგრონომიული დანიშნულებით სკანირების ფუნქცია.
სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20 000 ლარიდან - 1 500 000 ლარამდეა. იგივე პირობა მოქმედებს მეტეო სადგურების მოწყობის შემთხვევაში. ფერმერები საკუთარ მეურნეობებში მეტეო სადგურის მეშვეობით შეძლებენ კლიმატის პროგნოზირებას, მავნებლებისა და დაავადებებისგან გამოწვეული საფრთხეების პრევენციას, ასევე, სხვადასხვა აგროსამუშაოების დასაგეგმად საჭირო მონაცემების შეგროვებას.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომას სესხის პროცენტის თანადაფინანსების გზით. შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები. სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში.
ძირითადი საშუალების კომპონენტში ფიზიკურ პირს შეუძლია აიღოს სესხი 20 000 ლარიდან 75 000 ლარის ჩათვლით, ხოლო მექანიზაციის ქვეკომპონენტში 7000 ლარიდან 75 000 ლარის ჩათვლით.
