გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 6-10 ივლისს ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში 59 პარამეტრი ნორმის ფარგლებშია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
სააგენტოს ინფორმაციით, წყლის სინჯებში განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
შავი ზღვის წყლის ხარისხი 10 დღეში ერთხელ მოწმდება შემდეგ 12 სადგურზე: ურეკი, ყვავილნარი, გრიგოლეთი 1, გრიგოლეთი 2, ფოთი, მალთაყვა, მწვანე კონცხი, ბათუმი - ნავსადგური, ჭოროხის შესართავი, სარფი, განმუხური 1, განმუხური 2, განმუხური 3. აღნიშნულ სადგურებზე აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც, სააგენტოს ინფორმაციით, აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
შავ ზღვაში წყლის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები უკრაინაში, ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ნოვა კახოვკის ტერიტორიაზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შემდეგ გაჩნდა. 6 ივნისს, კაშხლის ნგრევამ მდინარე დნიპროს ადიდება და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. დნიპრო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მდინარეა, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება.
კახოვკის ჰესის წყალსაცავი დაახლოებით 18 მილიონ კუბურ მეტრ წყალს იტევდა. ეკოლოგები ვარაუდობენ, რომ კატასტროფის შედეგად წყალში მოიმატა შეწონილი ნაწილაკების, ტყვიისა და აზოტის მაჩვენებლებმა. წყალდიდობის შედეგად შავ ზღვაში მოხვდა ქიმიური დამაბინძურებლები, მათ შორის, კანალიზაცია, ცხოველების ნეშტები, ასევე სასოფლო-სამეურნეო სასუქები. გარდა ამისა, ჰიდროელექტროსადგურში 450 ტონაზე მეტი ძრავის ზეთი ინახებოდა. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, კაშხლის აფეთქების შედეგად სულ მცირე 150 ტონა წყალში ჩაიღვარა და არსებობს დამატებით 300 ტონის გაჟონვის საფრთხეც.
რუსეთი და უკრაინა კაშხლის აფეთქებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარე აცხადებს, რომ ის აღდგენას არ ექვემდებარება.
