ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში „კონფრონტაციიულად განწყობილი“ ოპოზიციის გამარჯვება მათ ინტერესებში არ შედის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
როგორც შამბამ აღნიშნა, აფხაზეთი მიესალმება რუსეთ-საქართველო ურთიერთობების ნორმალიზებას.
„მიმაჩნია, რომ ჩვენს ინტერესებშია, რომ მათ შორის ურთიერთობები ნორმალურად ვითარდებოდეს. არ მჯერა, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა.
ის, რომ რუსეთი და საქართველო ოდესღაც დაამყარებენ ნორმალურ ურთიერთობას, ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა გვაშინებდეს, რადგან ყოველთვის ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობა. თუ საქართველოში გაიმარჯვებს ოპოზიცია, რომელიც კონფრონტაციულად არის განწყობილი, არ მგონია, რომ ეს ჩვენს ინტერესებში იყოს“, - თქვა სერგეი შამბამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. აგვისტოს ბოლოს რუსეთის საგარეო დაზვერვამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებს. რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია დაზვერვის სამსახურის პრესცენტრზე დაყრდნობით წერდა, რომ იგეგმება არჩევნების შედეგების არაღიარება და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა, მოხდება სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირება პროტესტის ძალით ჩახშობის იძულების მიზნით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ბრალდებები უარყო.
ამასთან, საქართველოს მმართველი პარტიაც აცხადებს, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ არჩევნების შემდეგ „ვითარების ასარევად ემზადება“.
„სრულიად ცხადია, რომ ისინი მორიგ ჯერზე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას, თავდასხმას და ქვეყნის არევას“, - განაცხადა დღეს, 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიცაა.
კობახიძის თქმით, ვერცერთი პროვოკაცია წარმატებას ვერ მიაღწევს და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება.
