„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „შიდა ტერორისტები“ უწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს, რომლებიც 295 დღეა, ყოველ საღამოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციას მართავენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
„ვხედავთ, რომ არის ნულოვანი მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ. არის მარგინალიზებული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც არაფერი არ გააჩნიათ, გარდა ისტერიის, ბოღმის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ნთხევისა“, – უთხრა დღეს პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თტავმჯდომარემ პარალელი გაავლო ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებთან. კერძოდ, მემარჯვენე პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობასთან, რაშინც ტრამპის ადმინისტრაცია რადიკალ მემარცხენეებს ადანაშაულებს. დონალდ ტრამპის თქმით, „ანტიფას“ და სხვა მემარცხენე ჯგუფების „შიდა ტერორისტებად“ გამოცხადებას განიხილავს.
„ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ეძახის შიდა ტერორიზმს, აი, ასეთი შიდა ტერორისტული ჯგუფი გვყავს, რომელსაც ღამით ეწყება ემოციური გაღიზიანება და ვხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში. დილით, ღმერთის წყალობით, მშვიდად არიან, როგორც ვატყობთ და ქალაქს და ქვეყანას შეუძლია, მშვიდად იცხოვროს.
ეს შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომლის გაცხადებული მიზანიც არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. მათ გაცხადებული აქვთ, რომ უარს ამბობენ დემოკრატიულ გზაზე, მათი დიდი ნაწილი ფორმალურად ჩაეხსნა არჩევნებს, არ იღებენ მონაწილეობას, მეორე ნაწილი ფორმალურად იღებს მონაწილეობას, მაგრამ ესეც ამ გეგმის ნაწილია. ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ, თუმცა ზუსტად ამ ღამის გამწვავებებით ვხედავთ, რაზე არიან წამსვლელები, ესენი არიან ჩარლი კირკის მკვლელის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები.
ვნახეთ, მათ შორის აქ, რა რეაქციები ჰქონდათ ამ მკვლელობაზე, როგორ ქილიკობდნენ, გაუხარდათ. ეს არის იგივე ტერორისტული იდეოლოგია, რომელიც დღეს აშშ-ს უქმნის პრობლემას. ასე რომ, ამ შიდა ტერორისტების მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის. ამიტომ საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს“, – განაცხადა თქვა პაპუაშვილმა.
თბილისსა და სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები, რომელთა მონაწილეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, 2024 წლის 8 ნოემბრიდან მიმდინარეობს. მასშტაბური გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებენ.
