ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დანიშნა, რომელიც აქამდე ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
ინალ არძინბა, რომელიც დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან 7 მაისს გაათავისუფლეს. მას შემდეგ მინისტრის მოვალეობას მისი ერთ-ერთი მოადგილე ოდისეი ბიგვავა ასრულებდა.
სერგეი შამბა 73 წლისაა. ის დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი 1997-2010 წლებშიც იყო, 2010-2011 წლებში კი ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ასევე იყო პრეზიდენტობის კანდიდატი და პარლამენტის წევრი. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნად ის 2020 წელს დანიშნეს.
გასული წლის ბოლოს სერგეი შამბა ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთგაგების დასამყარებლად კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ „აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების ძიება“.
„მე არაერთხელ მილაპარაკია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. ამის მაგალითია მთელი ევროპა... მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორმე პრობლემის გადაჭრა დაიწყოს. მე ამას დღესაც ვუჭერ მხარს“, - ამბობდა სერგეი შამბა.
მისი თქმით, როგორც აფხაზურ, ისე ქართულ მხარეს ბევრი კვლავ აგრესიულად არის განწყობილი, თუმცა, „ეს დროთა განმავლობაში გაივლის“.
