წამყვან ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრაზე, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ ახალი ორპარტიული კანონპროექტით, რომელსაც ამერიკელი სენატორები - დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი ჯიმ რიში წარადგენენ. ამის შესახებ Politico წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
გამოცემის ინფორმაციით, „ქართველი ხალხის აქტი“ ითვალისწინებს აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას და სხვა სანქციების დაწესებას იმ ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებათ „საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში“ და დგანან „კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღების და მისი მიღების ხელშეწყობის უკან“. კანონპროექტი ასევე შეიცავს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერების თაობაზე მოწოდებას.
როგორც Politico წერს, ორპარტიული კანონპროექტი არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და ოფიციალურ პირებს იღებს მიზანში, არამედ ითვალისწინებს მინიმუმ 50 მილიონი დოლარის გამოყოფას „საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად“, ასევე, ქვეყანაში „უცხოური მავნე გავლენის“ შესახებ გამოძიების ინიცირებას.
როგორც ცნობილია, აშშ-ის კონგრესი განიხილავს რესპუბლიკელი კონგრესმენის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის კანონპროექტსაც. იგი ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ წევრებისთვის სანქციების დაწესებას იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონზე უარს არ იტყვიან, ხოლო თუ კანონი პარლამენტიდან გაწვეული იქნება, საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს შესთავაზებენ, რაც ვიზალიბერალიზაციასაც გულისხმობს. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტს „შანტაჟი“ უწოდა.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. პრეზიდენტის მიერ კანონზე დადებული ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნება“ 27-28 მაისს გეგმავს.
