სამების საკათედრო ტაძარში, ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი სტალინიც იყო გამოსახული, საღებავის შესხმისთვის, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა მიიღო. ნატა ფერაძის დასაკავებლად მის საცხოვრებელ ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ათობით პოლიციელი მივიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება. ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა“, - განაცხადა ფერაძემ დაკავებისას.
მან ხაზი გაუსვა, რომ მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის მიუხედავად, რაზედაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რეაგირება არ ყოფილა. ადვოკატის დახმარებით ნატა ფერაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი ცნობილია სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, უსაფუძვლოდ მიღებული სადამსჯელო გადაწყვეტილებებით.
ნატა ფერაძემ სტალინის გამოსახულებით მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი 9 იანვარს შეასხა. მომხდარის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. სტალინის გამოსახულებით ხატი ეკლესიას პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შეწირეს.
ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყებას და მის დაპატიმრებას პრორუსული, ძლადობრივი პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ ითხოვდა. პარტიის ლიდერები პარლამენტის წინ 13 იანვარს გამართულ აქციაზე იმუქრებოდნენ, თუ ხატის „შეურაცხყოფისთვის“ სახელმწიფო ფერაძეს სათანადო პასუხს არ გასცემდა, ამას თავად გააკეთებდნენ. მანამდე, „ალტ ინფოს“ წევრები და მხარდამჭერები სამოქალაქო აქტივისტის სახლთან მივარდნენ და მის დასჯას ითხოვდნენ. ნატა ფერაძე იძულებული გახდა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დროებით სხვაგან გადასულიყო.
