თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს „ქართული ოცნების“ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
პროცესის დასრულების შემდეგ ხაზარაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა მისი შეგნებული გადაწყვეტილება იყო.
„არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისევე როგორც მის მიერ შექმნილ კომისიას. ეს არის ჩემი ურყევი პროტესტი და ვერანაირი გადაწყვეტილება მე არ რწმენას ვერ შემაცვლევინებს“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში შემოვიდა, „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მოგონილი საქმეებით ცდილობს მის დისკრედიტაციას.
„მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში ჩემი მოღვაწეობის 30 წლის განმავლობაში არცერთი საქმე არ ყოფილა ჩემს წინააღმდეგ, ან საჩივარი, ან რაიმე გარჩევა, მიუხედავად იმისა, რომ 14-15 წლის წინანდელ რაღაც აბსურდულ ზღაპრებს ჰყვებიან, მზად ვარ ამ სასამართლოში გავცე კვალიფიციური პასუხი, თუ მსგავსი რამ არსებობს“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
პროკურატურამ ხაზარაძეს ბრალი 1-ელ აპრილს, სისხის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ბრალდების მხარის მტკიცებით, მამუკა ხაზარაძე კომისიის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე.
კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, ხაზარაძე 24 მარტის სხდომაზე დაიბარა, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმე განიხილეს. გარდა იმისა, რომ პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს შპს „მაგნატის“ საქმესთან.
კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა „ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. მისი საქმეც კომისიას პროკურატურისთვის აქვს გადაცემული და სავარაუდოდ, ბრალს უახლოეს დღეებში წარუდგენენ.
