საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტის (აბორტი) უფლება კონსტიტუციაში შეიტანა. საკონსტიტუციო ცვლილებას 4 მარტს, ვერსალის სასახლეში გამართულ საგანგებო სხდომაზე, პარლამენტის ორივე პალატის 780 წევრმა ხმა მისცა, წინააღმდეგი იყო 72 დეპუტატი და სენატორი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 6 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ საფრანგეთში აბორტის თავისუფლება გარანტირებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის თქმით, უპირველეს ყოვლისა, ეს ყველა ქალის მიმართ არის მესიჯი - „შენი სხეული შენ გეკუთვნის“.
იანვრის ბოლოს კანონპროექტს პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. მიიჩნეოდა, რომ სენატის მხარდაჭერის მიღება უფრო რთული იქნებოდა, რადგან ბევრი სენატორი აბორტს კონსტიტუციაში შესატან საკითხად არ განიხილავდა, რადგან საფრანგეთში ამ პროცედურის განხორციელებაზე შეზღუდვები ისედაც არ არსებობს. ქვეყანაში აბორტი 1975 წლიდან ლეგალურია.
ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა კათოლიკური ეკლესია. კენჭისყრის შემდეგ ვატიკანმა განაცხადა, რომ „ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევის „უფლება“ არ შეიძლება არსებობდეს“.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გასულ წელს პირობა დადო, რომ აბორტის უფლებას კონსტიტუციაშიაში შეიტანდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2022 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ფედერალურ დონეზე აბორტის უფლება გააუქმა. გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი მოჰყვა.
2022 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ფრანგების 86% მხარს უჭერდა აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას.
საქართველოს კანონმდებლობით, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შეწყვეტა აკრძალულია, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა.
