საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა, 26-28 აპრილის პერიოდში აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ბაქოში მინისტრი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება, ხოლო ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს ორ სახელმწიფოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. გარდა ამისა, კოლონა მოითხოვს მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უფლებების დაცვას და ლაჩინის დერეფანში გადაადგილების დაუყოვნებლივ აღდგენას.
კატრინ კოლონა საქართველოს 28 აპრილს ეწვევა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან მოლაპარაკებების დროს, ის დააფიქსირებს საკუთარ მხარდაჭერას კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნების მიმართ, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირთან დასაახლოებლად.
2018 წლის შემდეგ, ეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში.
