თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ საპატრიარქოს რეზიდენციაში ავტომანქანით შევარდნაში ბრალდებულ როსტომ მაზმიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულს ხულიგნობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
პროცესზე ბრალდებულმა მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პატრიარქთან შეხვედრას 3 წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. „ვსვამ კითხვას, რატომ ჩავიდინე და პასუხს მე ვცემ. დავიწყოთ იქიდან, რომ 3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას... სამებაში ვიყავი წყნარად, დაცვას ვთხოვე მოსაყდრე შიოსთვის გადაეცათ, რომ შეხვედრა მსურდა, საპატრიარქოში მივედი, გამომიშვეს“, - აღნიშნა მაზმიშვილმა.
ამ დროს მოსამართლემ მას სიტყვა შეაწყვეტინა და განუმარტა, რომ ვინაიდან გამოძიების ეტაპზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებდა, მისი უფლებების დასაცავად პოზიცია ადვოკატთან უნდა შეეთანხმებინა.
მაზმიშვილმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ კერძო ადვოკატის აყვანის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. თავდაპირველად მან განაცხადა: „არ მჭირდება ინტერესების დაცვა, მე მინდა მარტო ვიყო“, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მის ინტერესებს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი ილია ნაცვლიშვილი დაიცავს.
პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 20 მაისს, როსტომ მაზმიშვილი რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე. მან დააზიანა შლაგბაუმი, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა, რის შემდეგაც იქ მყოფ პირებს დაემუქრა. ბრალდებულის ქმედებებით დაზარალებულებს 9 350 ლარის მატერიალური ზიანი მიადგათ.

როსტომ მაზმიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით წარედგინა: 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება; 239-ე მუხლის მესამე ნაწილი - ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
აღნიშნული მუხლები სასჯელის ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, საქმეზე დანიშნულია ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
