2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოს მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობამ სულ მცირე 58.94% შეადგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მაღალმთიანი რეგიონების ხუთი უბნიდან მონაცემების მიღება ჯერ ვერ მოხერხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
„ამომრჩეველთა აქტივობამ, ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2 060 412, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია. ეს არ არის საბოლოო შედეგი, ვიანიდან ამ დროისთვის, მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება“, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
საქართველოს მასშტაბით გახსნილი 3044 საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა, საზღვარგარეთის უბნებზე კი კენჭისყრა გრძელდება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 56.11% იყო - უბნებზე 1 970 540 მოქალაქე მივიდა. 2012 წელს აქტივობამ 60.8% შეადგინა. მაშინ ხმა 2 197 243 მოქალაქემ მისცა.
