ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მიმოსვლის შეზღუდვები დროებით შეამსუბუქა. კერძოდ, საუბარია „რაზდახანისა“ (ოძისი-მოსაბრუნი) და „პერევის“ (პერევი-სინაგური) ე.წ. გადასასვლელებზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
გამარტივებული გადაადგილების რეჟიმი 11 აპრილის 09:00 საათიდან 14 აპრილის 19:00 საათამდე იმოქმედებს. დე ფაქტო ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია რელიგიურ დღესასწაულზე მოსახლეობის გადაადგილების ხელშეწყობისთვის.
საოკუპაციო რეჟიმი მსგავს დროებით გადაწყვეტილებებს რელიგიურ დღესასწაულებზე ტრადიციულად იღებს, თუმცა წელიწადის სხვა დროს გადაადგილება მკაცრად არის შეზღუდული.
ჩვეულებრივ რეჟიმში, აღნიშნული პუნქტები მხოლოდ თვის ბოლო დეკადაში (20-დან 30 რიცხვამდე) მუშაობს. გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის რაიონებში რეგისტრირებული იმ პირებისთვის, რომლებსაც ე.წ. სპეციალური საშვები გააჩნიათ.
2019 წლიდან, მას შემდეგ რაც საოკუპაციო რეჟიმმა ოძისის პუნქტი თითქმის სრულად ჩაკეტა, ახალგორის მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რამაც რეგიონის დაცლა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა გამოიწვია.
პარალელურად, დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა მიმდინარე წლის პირველი სამი თვის შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა. საოკუპაციო ხაზის ე.წ. უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სულ 97 პირი დააკავეს. ადმინისტრაციული ჯარიმა 34 პირს დაეკისრა (ჯამში 97,500 რუბლი, რაც დაახლოებით 3,300 ლარია). სისხლის სამართლის დევნა დაიწყო 4 პირის წინააღმდეგ; დე ფაქტო რესპუბლიკიდან გააძევეს 4 პირი.
საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვრის ყველა მონაკვეთი მათი კონტროლის ქვეშაა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და საერთაშორისო პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მსგავსი დაკავებები უკანონოა და ზღუდავს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას - თავისუფალ გადაადგილებას.
