საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანთან საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს, რომელთაგან ორი ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება. მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ედავებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ) ინფორმაციით, „მესაზღვრეებმა“ 1954 წელს დაბადებული ტარიელ თენაძე, 1979 წელს დაბადებული ლეონიდ თენაძე და 1986 წელს დაბადებული ტარიელ თენაძე 9 მარტს დააკავეს.
„დადგინდა, რომ ზემოხსენებულმა უცხოელებმა საქართველოსთან რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი ცხინვალის რეგიონში, ჩხარაულის დასახლებაში განზრახ გადაკვეთეს. იმის გამო, რომ ტარიელ არჩილის ძე თენაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კგბ-ს სასაზღვრო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მისი სამხრეთ ოსეთიდან გაძევების შესახებ“, - ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“.
ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში ამჟამად საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფება. მათგან ორს, იასონ გენგიურს და სერგო მერებაშვილს 2 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
