არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი უარყოფს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმაში მონაწილეობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეკომპანია „იმედთან“ ლიპარტელიანმა წუხილი გამოთქვა, რომ თავდასხმის დროს ბათუმში არ იყო.
„თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია, საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა საკადრისი პასუხი. თუმცა, სამწუხაროდ, იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს მე თბილისში ვიმყოფებოდი“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
15 იანვარს, გვიან ღამით, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე თავს დაესხნენ. თავდასხმები რამდენიმეწუთიანი ინტერვალით მოხდა.
ზვიად ქორიძის მონაყოლის მიხედვით, მისთვის პროვოკაციის მოწყობა დიმიტრი სამხარაძემ სცადა, რომელიც მას ემუქრებოდა და აგინებდა. „რაღაც ნივთი რომელიღაც მათგანმა დამარტყა აი, აქ (შუბლთან) და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა. მეორემ, ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მანველიძემ, აიღო კერამიკის ქოთანი, რომელშიც იყო მიწა და ისროლა. არ ვიცი საგანგებოდ თუ არა, ამაცილა“, - იხსნებეს ჟურნალისტი.
პარტიის „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმა იმ დროს მოხდა, როცა სასტუმროში შედიოდა. მას ათამდე პირი დაესხა თავს.
„ორგანიზებული თავდასხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სასტუმროს დაცვის სამსახური კონფლიქტში ჩართული, მისი განეიტრალების მიზნით, არ ყოფილა“, - აღნიშნა სიჭინავამ.
გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. პოლიციას, რომელიც მომხდარს ძალადობის მუხლით იძიებს, გახარია ჯერ არ გამოუკითხავს და არც თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები ამოუღია.
