დღეს, 24 ივლისს, თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, მშენებარე სასტუმროდან 40 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
გუშინ, 23 ივლისს, სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძე დაიღუპა. უბედური შემთხვევა საცხოვრებელ სახლში რკინის კონსტრუქციის მონტაჟისას მოხდა - კონსტრუქცია ჩამოიშალა და ახალგაზრდას დაეცა. მიუხედავად საავადმყოფოში გადაყვანისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რამდენიმე დღით ადრე, 15 ივლისს, ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, „მაუდი რეზიდენსის“ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსზე ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად 30 წლის გივიკო გურეშიძე დაიღუპა. შემთხვევა ბეტონის დასხმის სამუშაოების დროს მოხდა.
სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების კუთხით მშენებლობის სექტორი კვლავ ყველაზე მაღალი რისკის შემცველ დარგად რჩება. შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს სამუშაო ადგილზე 32 პირი გარდაიცვალა, 179 კი დაშავდა. გარდაცვლილი 32 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან - 42 ქალი და 137 კაცი.
ფატალური შემთხვევების ყველაზე დიდი წილი სწორედ მშენებლობის სექტორზე მოდის, სადაც 2025 წელს 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა. შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული ინსპექტირებებისას გამოვლენილი დარღვევების ანალიზი აჩვენებს, რომ მშენებლობებზე მთავარ პრობლემას ხშირად კუსტარულად დამზადებული და არასწორად აგებული ხარაჩოები, ასევე მათი პერიოდული შემოწმების არარსებობა წარმოადგენს.
მიუხედავად არსებული მძიმე სტატისტიკისა, შრომის ინსპექციის სამსახური ფატალური შემთხვევების კლების ზოგად ტენდენციაზე მიუთითებს. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, როდესაც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი მიიღეს, ფატალური შემთხვევების რაოდენობა 46%-ით არის შემცირებული (2018 წელს სამუშაო ადგილზე 59 პირი დაიღუპა).
