სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ დღეს, 20:00 საათზე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ, სადაც საზოგადოებას საარჩევნო დარღვევების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშს წარუდგნენ და სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
დღეს პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც მათ მედიასთან კომენტარი გააკეთეს.
„ჩვენ აქ ვყავით სამი პარტია. სრულიად შეჯერებული გვაქვს პოზიციები, ვიბრძვით ერთად, რადგან სამშობლოს გადარჩენის დროა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ყველანაირი გეგმა არსებობს.
რაღაცები ითქმება, რაღაცები - ვერ, მაგრამ ხალხის ჩართულობით ჩვენ მივაღწევთ შედეგს, არჩევნების შედეგები გაბათილდება, იქნება ხელახალი არჩევნები და სამშობლო წავა იქით, საითკენაც უნდა მიდიოდეს. ქართველი ხალხის ნება იქნება დაცული.
მე მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო იმის გამო, რომ აქამდე შეიძლება რამე არ გვითქვამს, მაგრამ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ უშეცდომოდ. ქართველ ხალხს მინდა მივმართო, რომ ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ, ჩვენ შედეგს მივაღწევთ, ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს.
დღეს იქნება ბრიფინგი, სადაც ჩვენ სამი, მინიმუმ, და შეიძლება სხვაც, გამოვალთ წინადადებებით, იქნება კოალიციის ლიდერების განცხადებები სხვადასხვა მიმართულებათან დაკავშირებით, მაგრამ სამივე ტექსტი, სამივე პოზიცია არის შეთანხმებული, სამივე ტექსტი არის შეთანხმებული. ჩვენ ვმოქმედებთ შეთანხმებულად როგორც ერთიანი ორგანიზმი, რომელმაც სამშობლო უნდა გადაარჩინოს“, - თქვა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრებენ „კონკრეტულ გეგმაზე, თუ როგორ დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მოიპოვეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე“.
„ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაციის და თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც არსებობს ოპოზიციაში, მათ შორის პრეზიდენტთან. [...] პარალელურ რეჟიმში აუცილებელია ჩვენი აქტიურობა დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმის - საპროტესტო მოძრაობის გამოყენებით“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.
„ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ანა დოლიძემ თქვა, რომ სამოქმედო გეგმა მოიცავს უმოკლეს ვადებში ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განსახორციელებელ ნაბიჯებს.
„ჩვენ გვიხარია, რომ ამ საკითხში ჩვენი თანამოაზრე არის საქართველოს პრეზიდენტი და რაც მთავარია, ამ წინააღმდეგობის გეგმის დამკვეთი არის ქართველი ხალხი“, - განაცხადა დოლიძემ.
უცნობია, შეუერთდება თუ არა ბრიფინგს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
