სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის ცნობის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალში მიიწვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„მადლობა შესაძლებლობისთვის, პირადად გადმოგცეთ მადლიერების სიტყვები სამხრეთ ოსეთის ხალხის სახელით. ჩვენ გვახსოვს, რომ რესპუბლიკისთვის ყველაზე რთულ დროს, რუსეთის ფედერაცია ყოველთვის გვერდით იდგა, დღემდე მხარს გვიჭერს და შეუფასებელ დახმარებას გვიწევს. გვახსოვს, 2008 წლის აგვისტოც, როდესაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თითქმის სრული განადგურების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ სწორი და დროული გადაწყვეტილებების წყალობით, აგრესორი შეჩერდა“, - განაცხადა შეხვედრაზე გაგლოევმა.
დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები რუსეთის მიმართ მადლიერებას საქმითაც აჩვენებენ, რის მაგალითადაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომში ოსი სამხედროების მონაწილეობა დაასახელა.
„სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ოსი მებრძოლები თავიანთ რუს ძმებთან ერთად იცავენ ჩვენს საერთო ისტორიას, საერთო ღირებულებებს, საერთო რწმენას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იქ ყველა მიდის გამარჯვების რწმენით, რადგან ესმით, რომ იბრძვიან სიმართლისა და ისტორიული სამართლიანობისთვის“, - თქვა გაგლოევმა.
მან რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ტვირთბრუნვა 12%-ით გაიზარდა.
გაგლოევმა პუტინს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაზიფიცირების პროექტის მხარდაჭერისთვის.
დღეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბუნებრივი აირი მხოლოდ ქალაქ ცხინვალსა და უახლოეს დასახლებულ პუნქტებს მიეწოდება.
„ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის მართლაც გარღვევა იქნება: შევძლებთ სოფლის მოსახლეობის გადინების შეჩერებას, ჩვენი სოფლების შენარჩუნებას, სრულიად ახალ იმპულსს მივცემთ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას. ეს დიდი დახმარება იქნება რესპუბლიკის ტერიტორიაზე ინვესტორების მოსაზიდად. ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ამას არასოდეს დაივიწყებს“, - თქვა ალან გაგლოევმა.
გაგლოევსა და პუტინს შორის პირველი შეხვედრა თებერვალში უნდა შემდგარიყო, თუმცა გადაიდო დე ფაქტო პრეზიდენტისთვის კორონავირუსული ინფექციის დადასტურების გამო.
