საცხოვრებელ ბინაში რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ პოლიციამ დააკავა სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აბაშიძის სახლში ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ისე ჩაატარეს, რომ ადვოკატებს ბინაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ადვოკატის ინფორმაციით, უჩა აბაშიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვას გულისხმობს.

უკვე დაკავებული ადამიანი გამოჰყავდათ სახლიდან, ჩამოჰყავდათ კიბეზე და მაშინ აგვიშვეს ჩვენ. დაცვის უფლება უჩა აბაშიძეს უკვე დარღვეული აქვს“, - თქვა ადვოკატმა.

დაკავებულის მეგობარმა შოთა თუთბერიძემ მედიას უთხრა, რომ უჩა აბაშიძეს აქვს გაფორმებული იარაღი და თუ ამოღებულ ნივთებს შორის სხვა რამ აღმოჩნდა, ის „პოლიციის მიერ იქნება ჩადებული“.

დაცვის უფლების შეზღუდვა სისხლის სამართლის დანაშაულია“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  და მოუწოდა სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციას, შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

აბაშიძის სახლთან ასობით პოლიციელი იყო მობილიზებული. ბლოგერის მხარდასაჭერად და ხელისუფლების რეპრესიული ქმედებების გასაპროტესტებლად ადგილზე შეიკრიბნენ მოქალაქეებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

„აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, ი. აბაშიძის N22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს, 1984 წელს დაბადებული უ.ა. (უჩა აბაშიძე) დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).