საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვიდეომიმართვაში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გამოსამშვიდობებელ ცერემონიასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, კვირას, დაკრძალვის დღეს, საზოგადოება პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა უნდა გაერთიანდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ერთობა ილია II-ის მთავარი ანდერძი და ცხოვრებისეული მიზანი იყო:
„ყველანი ვალდებულები ვართ, რომ კვირას ვიყოთ ერთად, არ ვიცი ვის შეგვესვლება. ალბათ, თვით პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ესეც იქნებოდა ერთობის ნიშანი, ამ ყველა პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა და ეს იყო მისი მთავარი დამახასიათებელი, რასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში.
სადაც არ უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს ვის ექნება საშვი და ვის არა, კვირას ჩვენ ყველანი ერთნი უნდა ვიყოთ“.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა პატიმრების შესახებ და აღნიშნა, რომ პატრიარქის სურვილი ამ დღეს შერიგება იქნებოდა:
„ეს იქნება შეწყალება იმ ადამიანების, რომლებიც სრულიად უსამართლოდ სხედან ციხეში, ეს პატრიარქმა ძალიან კარგად იცოდა... ამ დღისთვის მისი სურვილი ალბათ ასეთი იქნებოდა, რომ არავინ დარჩენილიყო, ვისაც არ ექნებოდა საშუალება, მისთვის პატივი მიეგო“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის, ითხოვს, რომ 22 მარტს ილია II-ის დაკრძალვაზე დასწრების უფლება მისცენ. მან ადვოკატს უკვე დაავალა შესაბამისი განცხადების მომზადება.
„ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი“, - აცხადებს სააკაშვილი.
ამ საკითხს გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე. მისი თქმით, უსაფრთხოების პროტოკოლზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა მესამე პრეზიდენტის სამებაში მიყვანის იდეას მხარს არ უჭერს:
„მასებთან შესაძლებელია რაღაცა აღელვება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს“, - განაცხადა ჩუბინიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი 47 წლის განმავლობაში ედგა სათავეში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი გარდაცვალების გამო ქვეყანაში გამოცხადებულია გლოვა. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ილია II-ს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
