საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.3% შეადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 4 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 5 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 6 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 4.7 ათასი კაცით (0.5%) და 940.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 29.3 ათასით შემცირდა (6.5%) და 422.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 7.9 ათასით (3.6%) და 227.6 ათასი შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) 2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.1%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 0.6 პროცენტული პუნქტით და 46.4% შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.3 პროცენტული პუნქტით და 0.4 პროცენტული პუნქტით.
დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 46.5% და 46.3%-ს შეადგენს
2025 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69% შეადგინა.
საქსტატის თანახმად, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაიზარდა 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა და შესაბამისად 12.2%-ს და 15.9%-ს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.7%-ს, ხოლო კაცებში 66.2%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით.
