2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7%-ით შემცირდა და 15.3% გახდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, უმუშევართა რაოდენობამ 248 600 ადამიანი შეადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 4 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 74.3 ათასი კაცით (8.4%) და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით შემცირდა (1.6%) და 413.8 ათასი გახდა.
მეოთხე კვარტალში დასაქმებული იყო 1 372.7 ათასი ადამიანი, სამუშაო ძალა 1 621.3 ათასს შეადგენდა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) 1.7%-ით გაიზარდა და 54.3%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.8%-ით და 46% გახდა.
საქსტატში აცხადებენ, რომ დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.7%-ით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.8%-ით და შესაბამისად 47.5% და 43.9% შეადგენს.
გასული წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 69.8% იყო.
საქსტატის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმუშევრობა ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 13.5%-ს, ხოლო კაცებში - 16.8%-ს შეადგენდა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში - ქალებში 44.3% იყო, ხოლო კაცებში - 65.9%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.6%-ით გაიზარდა, კაცებში - 1.9%-ით.
2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში 1.5%-ით გაიზარდა, ხოლო კაცებში - 2.2%-ით.
