საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
კონსტიტუციური წარდგინებით - „საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე და სხვები (სულ 80 დეპუტატი) საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე“ საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბერს მიმართეს.
მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 1-ელ სექტემბერს თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ. პარტია პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები მაინც დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე. მთავრობის განმარტებით, კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება მხოლოდ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა.
მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტმა მაინც დაიწყო ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები და თქვა, რომ მის გადადგომაზე „ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს“.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო თავისი დასკვნით დაადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, სალომე ზურაბიშვილის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, „ქართულ ოცნებას“ კი პარლამენტში მხოლოდ 84 წევრი ჰყავს. ოპოზიცია აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.
