საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ვასილ როინიშვილის მეუღლე, დიანა ცინდელიანი წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში იყო დასაქმებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
მოსამართლემ შარშან იქორწინა და მეუღლის შესახებ ინფორმაცია 2023 წლის ქონებრივ დეკლარაციაში შეიყვანა. დოკუმენტის მიხედვით, დიანა ცინდელიანი, რომელიც 1991 წელს აფხაზეთში, კერძოდ კი გულრიფშია დაბადებული, 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტებზე მუშაობის განყოფილების უფროსის მოადგილე იყო. დეკლარაციაში მითითებულია, რომ სამინისტროდან შემოსავლის სახით 1130 რუბლი (დაახლოებით 35 ლარი) მიიღო.

სოციალურ ქსელ LinkedIn-ში დიანა ცინდელიანს საცხოვრებელ ადგილად მოსკოვი აქვს მითითებული, ხოლო სამუშაო გამოცდილების გრაფის მიხედვით, ზემოთ ხსენებულ სამინისტროში ის 2013 წლიდან მუშაობდა და სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. დიანა ცინდელიანმა განათლება რუსეთის იუსტიციის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო

ვასილ როინიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2020 წელს დაინიშნა. ის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და პირველი კოლეგიის თავმჯდომარეა.
121 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია საკონსტუტუციო სასამართლოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის გაუქმებას, ხოლო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებას ითხოვს. რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) ეწინააღმდეგება და უნდა გაუქმდეს.
